არქივი
პოლიტიკა
თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები - პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მოყოლებული ქართული დიპლომატები წარმატებულად ახერხებენ რუსულ დიპლომატიასთან გამკლავებას.
ამის შესახებ პრეზიდენტმა 2017 წლის ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტის შენარჩუნება მათი წარმატებული საქმიანობის შედეგია.
„რეალურად ის გამოწვევა, რომელიც ჰქონდა ქართულ დიპლომატიას 2008 წლიდან, როდესაც ოკუპაციის პარალელურად ჩვენ გვქონდა გამოწვევა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, ამ დაპირისპირებამ გადაიარა ქართული დიპლომატის მხრებზე და თქვენს ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებულად; უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“, - მიმართა პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

