მსოფლიო
ტრამპის მადლობა პუტინისადმი სარკაზმი იყო
პრეზიდენტმა ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ის სარკასტულად იყო განწყობილი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს ,,ვლადიმირ პუტინს’’ მადლობა გადაუხადა ამერიკელი დიპლომატების დათხოვისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. მან პირველად გააკეთა კომენტარი მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირების გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ამით ვაშინგტონი თანხებს დაზოგავს.
ტრამპის "მადლობა"-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებიც გაანაწყენა. მათ თქმით, ტრამპის სიტყვები მათ დემორალიზებას ახდენს, "ეს იყო დიდი უპატივცემულობა მათ მიმართ, ვინც სამშობლოს უცხო ქვეყანაში, მძიმე გარემოში ყოფნით ემსახურება".
თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა "სარკაზმი" იყო.
თავისი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ტრამპი ცდილობდა პუტინის კრიტიკისგან თავი შეეკავებინა და რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები დაიძაბა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

