უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ივნისი, 2018 12:25
font-size

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის 4-პუნქტიანი დეკლარაციის შინაარსი ცნობილი გახდა

ისტორიულ სამიტზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის გაიმართა სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, მხარეებმა 4-პუნქტიანი შეთანხმებას ხელი მოაწერეს. BBC-მ ინფორმაცია გაავრცელა, უშუალოდ, რას შეიცავს აღნიშნული დოკუმენტი.

აშშ და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა დაამყარებენ ახალ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობისა და აყვავების სურვილზე.

ორივე ქვეყანა გააერთიანებს ძალისხმევას , რათა კორეის ნახევარკუნძულზე მყარი და მშვიდობიანი რეჟიმი იყოს დამყარებული.

აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებს შორის 27 აპრილს პანმუნჯომში ხელმოწერილ დეკლარაციას, რომელიც ავალდებულებს ფხენიანს, უზრუნველყოს კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება.

აშშ და ჩრდილოეთ კორეა ვალდებული არიან, საჭირო სამუშაოები ჩაატარონ სამხედრო ტყვეების ნეშტების საძიებლად, რაც ითვალისწინებს უკვე იდენტიფიცირებულების დაუყოვნებლივ რეპატრიაციას.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის პირველ პირებს შორის გამართულ ისტორიულ სამიტზე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში გაიმართა. სამიტის დაწყებამდე ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებაში ეჭვი არ ეპარება, ხოლო ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის „გადასარევი“ ურთიერთობები ჩამოყალიბდება. კიმ ჩენ ინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რათა შეხვედრა შემდგარიყო.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

საბოლოო გადაწყვეტილება სამიტის ჩატარების შესახებ დონალდ ტრამპმა 1-ელ ივნისს მიიღო. მანამდე, 24 მაისს მან შეხვედრა გააუქმა, თუმცა ორი დღის შემდეგ კვლავ განაახლა მოლაპარაკებები ფხენიანთან.

დაძაბულობა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განცხადებამ, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.

2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.

ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo