მსოფლიო
ტრამპს რუსეთთან საერთო ინტერესების ხედვა აკავშირებს - ენტონი სკარამუჩი
დავოსში რუსულ ТАСС-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ბიზნესის საკითხებში ენტონი სკარამუჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთს სჭირდება მოლაპარაკებების დაწყება, რათა უკეთეს შეთანხმებას მიაღწიონ , ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ წარმოებული სანქციები.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს რუსეთთან “საერთო ინტერესების ხედვა“ აკავშირებს:
“სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ უკეთესი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან და რუს ხალხთან. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება. ვინ იცის, რა გარემოებები იმოქმედებენ ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე გვსურს“,- ამბობს სკარამუჩი.
დონალდ ტრამპის მრჩეველმა გააკრიტიკა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. სკარამუჩიმ თქვა, რომ სანქციებს მოჰყვა “უკურეაქცია რუსი ხალხის ხასიათის გამო“:
“ვფიქრობ, რუსები მზად არიან, თოვლი ჭამონ, რათა გადარჩნენ. ვფიქრობ, სანქციებმა მეტი მხარდაჭერა აღუძრა ხალხს თქვენი პრეზიდენტის მიმართ“,- განაცხადა სკარამუჩიმ.
მან განმარტა, რომ სანქციები იმიტომ შემოიღეს, რადგან რუსეთის მთავრობის მოქმედებებმა საერთაშორისო არენაზე “უნდობლობა“ გამოიწვია. მან მოუწოდა უკეთესი ალტერნატივის მოძებნისკენ.
შეგახსენებთ, ტრამპა ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, მოუხსნას რუსეთს სანქციები ბირთვული მარაგის შემცირების სანაცვლოდ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

