მსოფლიო
ტრამპს სურს შემდეგ კვირას ხელი მოაწეროს ახალ საიმიგრაციო განკარგულებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას მოაწერს ხელს „სრულიად ახალ საიმიგრაციო განკარგულებას“, რომელიც ამერიკაში ჩასვლას აუკრძალავს 7 მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აკრძალვის ამოქმედების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საიმიგრაციო გამკაცრების ფარგლებში „ექსტრემალური“ შემოწმებებია გათვალისწინებული.
„ჩვენ გვექნება უსაფრთხოების ახალი ზომები. ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული შემოწმებები, მათ ექსტრემალურს ვუწოდებდი. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ის ხალხი შემოვა, ვისაც კარგი განზრახვები აქვს“, - განმარტა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით თავს შეიკავებს სან-ფრანცისკოს მე-9 ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისგან, რომელმაც მისი პირველი საიმიგრაციო განკარგულების ამოქმედება დაბლოკა.
„ჩვენ მოვიგებთ ამ დავას. პრობლემა ისაა, რომ ამას დრო სჭირდება“, - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ სან-ფრანცისკოს მ-9 ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაბლოკა დონალდ ტრამპის 28 იანვარს ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც გულისხმობდა სუდანის, იემენის, ლივიის, სომალის, ერაყის, ირანისა და სირიის მოქალაქეებისთვის ამერიკაში შესვლის 90-დღიან აკრძალვას. დოკუმენტის თანახმად, გაურკვეველი დროით შეწყდა სირიელი ლტოლვილების მიღება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

