უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 თებერვალი, 2017 18:30
font-size

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, 2011 წელს გიორგი მ. და გარდაცვლილი პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდიდან იცნობდნენ ერთმანეთს. 2016 წლის 14 ოქტომბერს, ზ.შ-სა და გიორგი მ.-ს შეხვედრისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება და ბრალდებულმა ზ.შ.-ს აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ბეტონის სამშენებლო ფილა ჩაარტყა თავში და მას სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან კიდევ ერთხელ ჩაარტყა ბეტონის ფილა ზ. შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა განმარტა, რომ დანაშაული უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილ და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ გიორგი მ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 3 წელი და ბრალდებულს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით’’, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.