არქივი
პოლიტიკა
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ იმსახურებს მაღალი დონის შეფასებას - შალვა ხუციშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშს ტრეფიკინგთან ბრძოლის შესახებ.
საქართველო მოხვდა პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობა სრულად იცავს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს.
„ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება ე.წ. პირველ კალათაში, ანუ იმსახურებს ყველაზე მაღალი დონის შეფასებას, როგორც მდგრადი და ეფექტური ძალისხმევის განმახორციელებელი ქვეყანა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. პოლიციისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობა განსაკუთრებით არის ამ ანგარიშში აღნიშნული. განსაკუთრებულად არის აღნიშნული კონკრეტული ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ სამთავრობო უწყებები ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ტრეფიკინგისა და შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა კომპლექსურ დახმარებას, ასევე ახორციელებს ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას არ გაუზრდია საკანონმდებლო დონეზე ტრეფიკინგთან ბრძოლის მექანიზმები, ასევე არ გაუზრდია ძალისხმევა, რათა მოხდეს იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებსაც ქუჩაში მათხოვრობასა და დანაშაულის ჩადენას აიძულებენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს ქართულ მხარეს, იმუშაოს ამ მიმართულებით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

