უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ივლისი, 2019 14:37
font-size

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა - მამუკა ბახტაძე

ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანიის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა ცე ჰეპატიტთან ბრძოლაში.

„28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს; დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში. მოგეხსენებათ, ბე ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ ცე ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველო ამ მხრივ უნიკალურია, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას ეროვნული პროექტის სტატუსი აქვს. პროგრამა 2015 წლიდან დაიწყო და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა ცე ჰეპატიტთან ბრძოლაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, პრაქტიკამ ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა აჩვენა და შესაბამისად, დაიწყო ცე ჰეპატიტის პროგრამის დეცენტრალიზაციის პროცესი, რათა პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი და ამ სერვისით კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს ესარგებლა.

„დღეს ცე ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული ცე ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. პროგრამის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეისთვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი ცე ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა მკურნალობა წარმატებით დაასრულა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც ამავე დროს თვალს ადევნებენ მსგავსი მტკივნეული გამოწვევების წინაშე მყოფი პარტნიორი ქვეყნები.

„ეს სიტყვები პირადად მაქვს მოსმენილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან. თუმცა, იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ დაგეგმილი ნაბიჯები შესაძლებელს გახდის 2020 წლისთვის საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციას.

პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.

„აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასა და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ცე ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველი დღიდან ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის საამაყოა, რომ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მონაწილეობდა ამ ეროვნულ პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც პირველი დღიდან მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს. მადლობა დავით სერგეენკოს და მის გუნდს, რომლის მინისტრობის პერიოდში დაიწყო ეს პროექტი და მადლობა ეკა ტიკარაძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად წარმატებით გააგრძელა ეს პროგრამა.

ქართველი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს. სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით ჩვენ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის რეალიზაცია.

განსაკუთრებული მადლობა ფარმაცევტული კომპანია „გილეადს“, რომლის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად იწყებს ახალ კამპანიას „შენ ჩ”. კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს საკუთარი სტატუსი ცე ჰეპატიტთან მიმართებაში. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, გამოჯანმრთელებული პაციენტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ