უკან

საზოგადოება

4 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

„ცენტრ-პოინტის“ საქმეში m2-ს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროცესში, რაც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს - დავით გორგილაძე

კომპანია m2-ს არ უყიდია და არც აპირებს „ცენტრ-პოინტის“ შეძენას. ამის შესახებ კომპანიის საზოგაოდებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გორგილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, m2-ის ჩართულობა მხოლოდ დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს.

„კომპანია m2-ს არ უყიდია „ცენტრ-პოინტი“ და არცაა დაინტერესებული მისი შესყიდვით. თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ამ პროცესში, რაც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. m2-მა უკვე საკუთარი ხედვა გააცნო როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ხაზგასმით შეიძლება გითხრათ, რომ m2 არ ყიდულობს „ცენტრ-პოინტს“. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლკობა არ მაქვს“, - განაცხადა გორგილაძემ.

დღეს პროკურატურაში „ცენტრ-პოინტის“, m2-ის, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებისა და პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. m2-მა წარუდგინა დაზარალებულებს გეგმა, როგორ იქნება დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.

დაზარალებულების ინფორმაციით, კომპანია გეგმავს 2020 წლისთვის ყველა ობიექტის დასრულებას. მათი თქმით, მათ თეთრი კარკასის მაგივრად შავ კარკასს სთავაზობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი წინადადებას დათანხმდებიან. მიუხედავად ამისა, დაზარალებულები ეწინააღმდეგებიან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მათი თქმით, მშენებლობების დასრულებამდე რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი ციხეში უნდა ისხდნენ.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო