უკან

პოლიტიკა

7 ივლისი, 2017 17:55
font-size

ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების, საინიციატივო ჯგუფებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით,, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ყველა დაინტერესებულ პირს შეახსენებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობებს. პარტიებმა, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა გაიარონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ: პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას (არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში) ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პარტიამ, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში ან არ იყო რეგისტრირებული 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დღისთვის, ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ლი აგვისტოსი, კვალიფიციურმა პარტიამ ცესკოს უნდა წარუდგინოს სულ ცოტა 1000, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა - სულ ცოტა 25 000 მხარდამჭერთა სია.

"ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, მუნიციპალიტეტის მერობის/საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, მიმართავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, უნდა წარუდგინოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია (მხარდამჭერების საჭირო ხელმოწერათა რაოდენობა განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს).

არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი იწყება არჩევნების დანიშვნისა და კენჭისყრის დღის ოფიციალურად გამოცხადებიდან. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ საარჩევნო ადმინისტრაციას რეგისტრაციის მიზნით უნდა მიმართოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციამ - არაუგვიანეს მე-7 დღისა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სურს არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი წესით უნდა იყოს რეგისტრირებული კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს ერთი წლისა და მისი წესდება ითვალისწინებდეს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო რეგისტრაციებით დაინტერესებულ მხარეებს გაითვალისწინონ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები.

ნინო ექვთიმიშვილი

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პა

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.