უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა

ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლებას გაურიგდა და მისი დროულად რეგისტრაცია შეაფერხა.
„რეგისტრაციას „გვიხარვეზებდნენ“. გუშინ თქვეს საბოლოო პასუხი, ალბათ, ახალ შარს მოერიდნენ. არადა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ვიყავი წარდგენილი. ყველაზე დიდი პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცესკოში ბლანკებს არ გვაძლევდნენ. ვიცოდით, რომ არჩევნები 21 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო. გუშინ მოგვცა სამი ფარატინა ბლანკი. ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს. გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ ამოვეგდე რეგისტრაციიდან“, - განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
ელისაშვილის თქმით, რეგისტრაციისთვის საჭირო ბლანკები მას „ერთი თვის ხვეწნის შემდეგ“ მისცეს.
შეგახსენებთ, ელისაშვილმა თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 1-ელ სექტემბრამდე 10 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. გადაწყვეტილება ეფუძნება 21 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვით თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:52
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:37

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:25