უკან

პოლიტიკა

15 აგვისტო, 2017 13:47
font-size

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას აფრთხილებს, რომლებსაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურს.

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებით გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურები. მაგალითად, პარტიებს აღარ ესაჭიროებათ მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების წარდგენა ცესკოში, არამედ მათი რეგისტრაცია შემოიფარგლება ცესკოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი განცხადებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად, პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, პარტიებისთვის გამარტივდა საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ვინაიდან საჯაროდ გაცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით“, - წერია ცესკოს განცხადებაში.

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ