უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
22 სექტემბერი, 2018 14:30
ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს
თბილისში, ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.
N85 კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, კორპუსის უკან მდებარე კლდის მოჭრისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გაიცა. რამდენიმე დღის წინ კი, ადგილზე შემოღობვის სამუშაოების წარმოებისას კლდე ჩამოიშალა. მათი ვარაუდით, უშუალოდ სახლის მშენებლობა მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს, რაც თავიანთი კორპუსის გარდა, საფრთხეს N1 ექსპერიმენტულ სკოლასაც უქმნის, რომელიც ამავე კლდეზე მდებარეობს.
მოქალაქეები მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ.