უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
4 სექტემბერი, 2017 14:40
წინუბნის მოსახლეობამ დასახლებაში ბეტონის ქარხნის აშენების წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვა
წინუბნის მოსახლეობა დასახლებაში ბეტონის ქარხნის აშენებას აპროტესტებს. მათ შესაბამისი ხელმოწერები უკვე შეგროვებული აქვთ.
აღმიშნულ საკითხზე სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, საკრებულოს დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ქარხნის პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების გაცემის საკითხი საკრებულომ უკვე დაამტკიცა, თუმცა მისივე თქმით, იქ მსგავსი საწარმოების აშენება მიუღებელია, რადგან ტერიტორიას სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს მინიჭებული.
გულიკო ზუმბაძე ამბობს, რომ ბეტონის ქარხნის ფუნქციონირება დასახლებაში ეკოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს, რადგან მიმდებარედ უკვე არსებობს ნარჩენების პოლიგონი.