უკან

საზოგადოება

1 აპრილი, 2017 14:35
font-size

წყნეთის ქუჩის მცხოვრებლებმა ვერეს ხეობაში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს

თბილისში წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა ვერეს ხეობაში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და 13 ივნისის სტიქიის დროს წყლით იყო დაფარული.

ადგილობრივებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა. მან განაცხადა, რომ მერია ცდილობს, ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მოასწროს ნებართვების გაცემა. მისი თქმით, ვერეს ხეობაში მშენებლობის დაწყება წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებს საფრთხეში აგდებს.

„აპრილის ბოლოს უნდა შემოვიდეს საკრებულოში ქალაქის გენერალური გეგმა. მანამდე თბილისის მერიას შეუძლია, მსგავსი ნებართვები გასცეს ისე, რომ აზრი არავის ჰკითხოს. როგორც ჩანს, ბატონი ნარმანია და ხელისუფლება ხვდება, რომ მათ დარჩენილი აქვთ სულ რამდენიმე თვე არჩევნებამდე და ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას და ასეთი უკანონობის განხორციელებას. მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია, ვიდრე არ იქნება სპეციალური დასკვნა წარმოდგენილი. ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, შეჩერდეს ამ ტერიტორიაზე მშენებლობა, ასევე, რომ წარდგენილი იყოს მშენებლობის ნებართვა და გეოლოგიური დასკვნა.

ანა მებურიშვილი

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო