უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 დეკემბერი, 2025 13:35
font-size

ცოტა გაუგებარია, საერთოდ რატომ ვიყავი დაბარებული, იმიტომ, რომ ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად, იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე ბიბისის მივეცი - თამარ ონიანი

ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად, იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე ბიბისის მივეცი, - ამის შესახებ საიას უფლებდამცველმა თამარ ონიანმა გამოკითხვის შემდეგ ისაუბრა.

საქმე ეხება სუს-ში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ონიანი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რა ქიმიური ნივთიერაბა იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, რადგან აღნიშნულ კითხვას არც შსს-მ უპასუხა და არც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა რაიმე პასუხი.

„ცოტა გაუგებარია, საერთოდ რატომ ვიყავი დაბარებული, იმიტომ, რომ ძირითადი კითხვები დღეს შეეხებოდა ფაქტობრივად, იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც მე ბიბისის მივეცი. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა საშუალებები იქნა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით საია-მ კეთილსინდისიერად, როგორც პროფესიონალურმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა, როგორც შსს-ს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ შსს-დან პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ქიმიური საშუალებები, რა აქტიური სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა საშუალებები იქნა გამოყენებული, ამრიგად, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, - თქვა თამარ ონიანმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ