უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2018 12:50
font-size

თუ არ გამოფხიზლდა `ქართული ოცნება`, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის - ანა დოლიძე

ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს იუსტიციის საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მურუსიძე უვადო მოსამართლედ განწესდა, - ასე აფასებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებას.

მისი თქმით, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ პასუხისმგებელია ამ შედეგზე. დოლიძე მმართველ პარტიას "გამოფხიზლებისკენ" მოუწოდებს.

"იუსტიციის საბჭო ყოველდღე გვაოცებს კიდევ უფრო სამარცხვინო გადაწყვეტილებების მიღებით და სად აღმოვჩნდებით ბოლოში, არ ვიცი. ლევან მურუსიძე აღმოჩნდა საბჭოს თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით კეთილსინდისიერი მოსამართლე. ის ფორმალურად რომ ვთქვათ, დაინიშნა უვადოდ, თუმცა ლევან მურუსიძე სასამართლოში იპარპაშებს მანამ, სანამ საქართველოში იპარპაშებს აი ეს ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან გადაბმულია და რომელთა მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, არის ნელ-ნელა დააზიანოს და გამოშიგნოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი.

მე ვუსამძიმრებ ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, კონკრეტული გუნდი, რომელიც არის საქართველოს პარლამენტში, პირდაპირ არის პასუხისმგებელი ამ შედეგზე და ჩვენ რომ საბოლოო ჯამში ამ შედეგამდე მივედით. თუ არ გამოფხიზლდა "ქართული ოცნება" და პარლამენტის შემადგენლობა, ეს არ იქნება დასასრული იუსტიციის საბჭოს თავხედობის, უარეს ქმედებას მომავალში უნდა ველოდოთ. ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ მე და ქალბატონმა ნაზიმ, მაგრამ ახლა სიტყვა არის პოლიტიკურ ძალებზე, რამდენად მისცემენ საშუალებას, რომ ამ ჯგუფმა სრულად გაშალოს ფრთები სასამართლოს ფარგლებში და შესაბამისად, სახელმწიფოს მასშტაბებით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:28

ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის -ასეთია&

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე

12 სექტემბერი, 2025 , 17:47

ზურაბ ფარჯიანმა, ე.წ. მოაზროვნემ პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე

12 სექტემბერი, 2025 , 15:13

გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები, არასერიოზული ადამიანია, არასერიოზუ

სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი

12 სექტემბერი, 2025 , 15:01

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა. მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიცი

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე

11 სექტემბერი, 2025 , 16:01

ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი, - ამის შესახებ საქართველ