უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 იანვარი, 2018 12:20
font-size

თუ გვინდა თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს დანაწევრება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის საერთაშორისო როლის გაძლიერებისთვის 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაკრონმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, მან გლობალიზაციის კრიზისზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ მსოფლიოს დანაწევრება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი ევროპა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიკალ-მემარჯვენეთა გაძლიერების საფრთხეზე ისაუბრა.

„თუკი გლობალიზაციის არსის არ მჯერა, თუკი ვერ მოვახერხებ ხალხისთვის თქმას, რომ გლობალიზაცია მათთვის კარგია, მაშინ 5,10,15 წლის შემდეგ მოიგებენ ნაციონალისტები, ექსტრემისტები“, - თქვა მაკრონმა.

მისივე თქმით, ევროპა აშშ-სა და ჩინეთის საპირწონედ უფრო ძლიერი როლი უნდა ითამაშოს საერთაშორისო არენაზე. მაკრონმა გამოჰყო ისეთი თემები, როგორიცაა საიმიგრაციო პოლიტიკა, ენერგეტიკა, თავდაცვა და ინვესტიციები. მან ასევე მხარი დაუჭირა კონცეფციას „სხვადასხვა სიჩქარეების ევროპები“, რომელიც გულისხმობს, რომ თუკი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა უფრო სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციის სხვა წევრები ამას არ უნდა აფერხებდნენ.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ