უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
თუ ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, აუცილებლად შემოიტანს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პარლამენტში კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს ხელახლა შემოიტანს.
ვაშაძის თქმით, ამ ინიციატივის გატარება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.
„პირველ ტურში საქართველოს მოქალაქის, მთლიანად ქართული საზოგადოების, გაერთიანებული ოპოზიციის, ეკლესიის პოზიციამ ნაყოფი გამოიღო. მილიონმა ამომრჩეველმა ივანიშვილსა და ე.წ. „ქართულ ოცნებას“ უარი უთხრა, მილიონმა ამომრჩეველმა აიძულა ის, უარი ეთქვა კანაფის წარმოებაზე, ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევასა და ხელსიუფლების ნარკობარიგად გადაქცევაზე.
დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქის წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენი საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება.
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა თვითონ აღიარა, რომ მარიხუანის წარმოება მისი იდეა იყო, რომ ის პირადადაა ამით დაინტერესებული, რომ პირადად აპირებს ამ პროექტის განხორციელებას თავისი მოგებისთვის. და დარწმუნებული იყავით, თუ მან დამატებით ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, აუცილებლად, უმოკლეს ვადაში შემოიტანს ამ კანონპროექტს პარლამენტში. არასდროს ოლიგარქი უარს არ იტყვის, როგორც თვითონ განაცხადა, 500%-იან მოგებაზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტის გაწვევას აპირებს.