უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იყოს გამოყენებული - დიმიტრი ცქიტიშვილი
თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობას და სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, რომ მუშა, რომელიც თოკებზე დამაგრებულ ე.წ. ლიფტზე მუშაობს და აღნიშნულ თოკებს ამაგრებს მხოლოდ ჯოხებზე დადებული ტომრებით.
”ასეთი არასერიოზული და თავხედური ქმედების გამო კომპანია დაჯარიმდა 30000 ლარით და საქმიანობაც შეუჩერდა სანამ არ გამოასწორებს მდგომარეობას.
დაჯარიმება თვითმიზანი არ არის, მაგრამ თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობას და სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იყოს გამოყენებული.
დიდი მადლობა მერიას და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეფექტური მუშაობისთვის”, – წერს ცქიტიშვილი.