უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მარტი, 2018 12:55
font-size

თუ კონკრეტულ ზომებს არ მივიღებთ, შესაძლოა, რუსეთმა ქიმიური იარაღი ნიუ-იორკში გამოიყენოს - ნიკი ჰეილი

“აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთია პასუხისმგებელი ორ ადამიანზე თავდასხმაში დიდ ბრიტანეთში, რომელშიც გამოყენებულია სამხედრო ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერება“,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის შექმნილ დიპლომატიურ სკანდალს, რომელიც უკავშირდება ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიურ თავდასხმას რუსეთის ყოფილ ორმაგ აგენტზე - სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე.

აშშ-ის წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ლონდონის მიერ ამოქმედებულ მკაცრ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ.

ჰეილიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთმა მსგავსი ქიმიური თავდასხმა უკვე აშშ-ში განახორციელოს.

„თუკი კონკრეტულ სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ ამასთან დაკავშირებით, სოლსბერი არ იქნება ბოლო ადგილი, სადაც იქნება გამოყენებული ქიმიური იარაღი.

ეს შეიძლება იყოს გამოყენებული აქ, ნიუ-იორკში, ან იმ ქვეყნების ქალაქებში, ვინც საბჭოზე ზის [გაეროს უშიშროების საბჭო]. ეს განმსაზღვრელი მომენტია“, -აღნიშნაჰეილიმ.

მისივე თქმით, თუკი საბჭო რუსეთს პასუხისმგებლობისკენ არ მოუწოდებს, ორგანიზაციის ავტორიტეტი შეირყევა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით - ნოვიჩოკი გამოიყენეს.

12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შემდეგ მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს და დიდი ბრიტანეთის დასატოვებლად მათ ერთი კვირა აქვთ.

გარდა ამისა, ლონდონი მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo