კომენტარი
თუ მმართველ პარტიას არ ექნება უმრავლესობა ქვეყანა დაიღუპება - ასეთ მენტალობას უარი საბჭოთა კავშირის დროს ვუთხარით – გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად დადიოდა მთელ ქვეყანაში და საზოაგდოებას მოუწოდებდა არჩევნებში მიეღო მონაწილოება. არჩევმების დღეს კი განაცხადა, რომ ისურვებდა მრავალფეროვან და პლურალისტურ პარლამენტს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კი თქვა, რომ „სამ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს გადავუნაწილე ჩემი ხმა, რაც ასევე პლურალიზმს ნიშნავს“.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ბონუს სისტემაზე საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ თუ მმართველ პარტიას არ ექნება უმრავლესობა, ქვეყანა დაიღუპება, ანუ თუ უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში არ არის, ეს ქვეყნისთვის საშიშია, ასეთი რიტორიკა იყო.
როდესაც მე ვსაუბრობ, რომ საჭიროა მრავალფეროვნება იყოს, ეს ტოლობის ნიშანია მრავალფეროვნებასა და დემოკრატიას შორის. როდესაც პარტიას მიაჩნია, რომ თუ მას არ ექნება უმრავლესობა, ეს ქვეყნისთვის დამღუპველია, - ეს ის მენტალობაა, რომლიდანაც ჩვენ წამოვედით, არა იმიტომ რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვთქვით უარი, არამედ საბჭოთა კავშირზე ვთქვით უარი. ამ აზრვნებას უარი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კი არ ვუთხარით უარი, არამედ ბევრად ადრე, საბჭოთა კავშირის დროს.
თუ მრავალფეროვნება იქნება გაიგივებული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებასთან, ჩვენ ძალიან ცუდი გზა გვაქვს არჩეული. ეს მძიმე რეალობაა, რომელიც უნდა გადავლახოთ“,–განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს, ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში
20 ნოემბერი, 2025 , 15:43
ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:42
პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას
20 ნოემბერი, 2025 , 09:46
კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:13
ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება
20 ნოემბერი, 2025 , 09:09
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42

