კომენტარი
თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ბენზინზე ფასი კიდევ უფრო დაბალი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ - სოსო ფხაკაძე
თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ბენზინზე ფასი კიდევ უფრო დაბალი იყოს, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, სოსო ფხაკაძემ.
მისი განმარტებით, საქართველოში საწვავზე ფასების წარმოქმნა დამოკიდებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასსა და ლარის კურსზე.
„სექტორი, რომელიც დაკავებულია ნავთობპროდუქტების იმპორტით ქვეყანაში, სრულად არის დამოკიდებული ორ ფაქტორზე ფასების წარმოქმნისას: საერთაშორისო ფასი და ლარის კურსი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღესდღეობით, ყველაზე დაბალი მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში. მოგვეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო დაბალი ფასი იყოს? ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
რაც შეეხება კითხვას კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე, ფხაკაძე ამბობს, რომ ეს არანაირი პრობლემა არ არის.
„პრობლემა არ არის. ეს მათი საქმეა. ჩვენ მილიონ კითხვას გავცემთ პასუხს. უფრო მეტი კითხვა თუ იქნება, უფრო მეტ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
საკვანძო სიტყვები:
არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კვერცხის მწარმოებლებმა თადარიგი იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ - გიორგი ხიშტოვანი
6 თებერვალი, 2026 , 17:34
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
6 თებერვალი, 2026 , 11:53
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი
4 თებერვალი, 2026 , 17:07
ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:53
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
4 თებერვალი, 2026 , 15:16
მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა
4 თებერვალი, 2026 , 15:08


