მსოფლიო
თუ რუსეთთან ურთიერთობას ვერ დავალაგებ, პუტინის ყველაზე საშინელი მტერი ვიქნები - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპირდა, რომ თუ რუსეთთან ის ურთიერთობებს ვერ მოაგვარებს, ის ვლადიმერ პუტინის „ყველაზე საშინელი მტერი“ გახდება. ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუში თქვა.
ტრამპის განცხადებით, მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად ხისტია.
„მე ვარ ბევრად ხისტი რუსეთთან მიმართებით ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი ბევრი წლის განმავლობაში, შესაძლოა, ყველაზე ხისტიც.
გაიხსენეთ სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესე, გაიხსენეთ დიპლომატები, რომლებიც გავაძევე, გაიხსენეთ ყველაფერი ის, რაც გავაკეთე. არავის ეს არ გაუკეთებია. ობამას არ გაუკეთებია. ობამა იყო დოყლაპია რუსეთისთვის“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფასებს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობა მას შემდეგაც კი, რაც ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ხელმეორედ სცადა ჩარევა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, რუსეთთან პოზიტიურია, არაა ნეგატიური“, - დასძინა ტრამპმა.
თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „თუ ეს არ იმუშავებს, თუ ურთიერთობებს ვერ დავალაგებთ, მაშინ მე მისი ყველაზე საშინელი მტერი ვიქნები“.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დონალდ ტრამპმა დაავალა თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, ჯონ ბოლტონს, დაპატიჟოს ვლადიმერ პუტინი ვაშინგტონში შემოდგომაზე.
ორშაბათს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

