უკან

პოლიტიკა

6 თებერვალი, 2018 11:40
font-size

თუ საქართველოს ექნება მაპის მიღების მოლოდინი, ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს - ლუკ კოფი

საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველმა, ლუკ კოფიმ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებზე ისაუბრა. წინა კვირას ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მან აღნიშნა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია.

როგორც კოფიმ ამერიკის ხმის ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოსახვედრად რამდენიმე წელი უნდა მოიცადოს, თუმცა აშშ-მ უნდა გააგრძელოს თბილისის მხარდამჭერი პოლიტიკა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებმა დაიწყონ მოლოდინების მართვა. არცერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ აქვს იმდენი ინიციატივა ნატოსთან, რამდენიც საქართველოს. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ სწორ გზაზე არიან. ვფიქრობ ქართველებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ და ნატოს წევრობისთვის რამდენიმე წელიწადი მოთმენა ღირს. ამის პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად მხარდაჭერა“, -თქვა კოფიმ.

მან აღნიშნა, რომ საქართველო მაპზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგან ეს რუსეთს მანიპულირების საშუალებას აძლევს.

„ჩემი აზრით, არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან - მაპთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა. სანამ მაპის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

ბრიუსელის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება მაპის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატოში გაწევრიანებას მაპი არ ჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ“, - აღნიშნა კოფიმ.

მიმომხილველის თქმით, უმჯობესია, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება.

ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.

მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა“, - თქვა მიმომხილველმა.

კოფიმ განმარტა, რომ ნატოს ეს ნაბიჯი არ გულისხმობს ხელის ჩაქნევას ოკუპაციის პრობლემის მოგვარებაზე.

„ცხინვალისა და აფხაზეთის მთავრობა უკანონო და არალეგიტიმურია, ჩემი აზრით, ის არც არსებობს. ამ პროცესში მათ არავინ უსმენს. ეს ეხება ნატოსა და ქართველ ხალხს, ეს არ არის მარიონეტების რეჟიმის გადასაწყვეტი.

ეს არანაირად არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების მიტოვებას. ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ დადო პირობა ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ნატომაც უნდა დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს თავის ძალებს და კოლექტიური თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, სანამ საქართველო ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად არ მოაგვარებს“, -თქვა კოფიმ.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ