უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეძლებს გვიბიძგოს ძალადობისკენ, რევოლუციისკენ, ძალიან ცდება - გრიგოლ ვაშაძე
ეს მშვიდობიანი მანიფესტაცია იქნება. არანაირი გამწვავება, არანაირი ქვების სროლა, არანაირი „ყვითელი ჟილეტები“, როგორც ეს პარიზშია, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„მე უბრალოდ მინდა, დავრწმუნდე, რომ ჩვენი მხარდამჭერები მხარს უჭერენ ჩვენს ხედვას იმის თაობაზე, თუ საითკენ უნდა წავიდეთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეძლებს გვიბიძგოს ძალადობისკენ, რევოლუციისკენ და ამგვარი სისულელეებისკენ, ძალიან ცდება. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავრჩებთ მშვიდობიან ფარგლებში“, -განაცხადა ვაშაძემ.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, მისთვის საქართველოს ერთი მოქალაქეც მნიშვნელოვანია.
„რამდენი ადამიანიც მოვა, იმდენი მოვა. ჩვენ ღარიბი პოლიტიკური პარტია ვართ. ჩემთვის საქართველოს ერთი მოქალაქეც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, ვინაიდან შეუძლებელს მივაღწიეთ ფულის გარეშე, როდესაც ჩვენ გვიპირისპირდებოდა კერძო სიმდიდრე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტსაც კი აღემატება. ჩვენ თითქმის 800 ათასი ხმა ავიღეთ. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ჯამბაზებმა აქ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე აიღეს“, - აღნიშნა ვაშაძემ.