არქივი
პოლიტიკა
თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს დაასახელებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე, იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, განაცხადა, რომ პასუხის არგაცემით სამსახურს გაუწევს პოლიტიკურ ელიტას, როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას.
სამოქალაქო საზოგადებასთან შეხვედრაზე მარგველაშვილმა თქვა, რომ აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო უარყოფითი პასუხისას - უფრო სუსტს.
პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციაში დღეს მთავარი პრობლემაა ჩამოუყალიბებლობა, რაც აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის თავმჯდომარის არჩევის პროცედურამაც აჩვენა.
„რა არის მთავარი თემა პოლიტიკურ არეალზე, რომ ვაპირებდე არჩევნებში მონაწილეობას?! ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნების“ მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს, თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებს. მე მელოდებიან. მეორე მხრივ, ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?!
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ თურმე კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა ეს მათი საქმეა. ერთი მხრივ ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ „ქართულ ოცნებას“, რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს“, - დასძინა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

