უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
რეგიონები


ტურიზმის დეპარტამენტმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს დღეს წარუდგინა. პრეზენტაციისას მან ყურადღება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე გაამახვილა. ის ასევე, შეეხო რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებისა და საერთაშორისო ფრენების რაოდენობის ზრდასაც. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, რაზეც ბოლო წლებში რეგიონში განხორციელებული პროექტები, გაზრდილი ტურისტებისა და საერთაშორისო ფრენების, ასევე განთავსების ობიექტების რაოდენობაც მიუთითებს. 2018 წლის, 10 თვის მონაცემებით, რეგიონში 1,725,468 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 17,8%-იან ზრდას გულისხმობს. 41%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის. სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წლიდან 2025 წლამდე ჩვენ გაწერილი გვექნება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ ტურიზმი რეგიონში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სექტორთან შეხვედრისას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.
გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში სამიზნე ქვეყებიდან 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. ორი წლის განმავლობაში კი 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა რეგიონი.
მნიშვნელოვანია ბოლო წლებში აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული ტრენინგ-სემინარები, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი პირი გადაამზადა. მათ შორის კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები. ასევე, მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მომზადებული ინგლისური ენისა და სახანძრო უსაფრთხოების სასწავლო ვიდეოები. გარდა ტრენინგებისა გიდებისთვის მომზადდა ღვინის გიდის გზამკვლევი და გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო.
მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით ბოლო სამ წელში აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება მოხდა. არსებულ მარშრუტებზე კი 65-მდე ინფოტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გიდები და ტურისტული სააგენტოები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს გაეცნენ. შედეგად, გასულ წელს მთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 98%-ით გაიზარდა.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55