მსოფლიო
თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნას მხოლოდ მივესალმებით - სერგეი ლავროვი
მოსკოვი მზად არის ხელი შეუწყოს თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებს, თუ ორი ქვეყანა საზღვრის გახსნაზე დიალოგის გამართვას დაიწყებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ჟურნალ Regional Post — Caucasus-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ლავროვი აღნიშნავს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეთანხმების მიღწევის უნარი გამოავლინონ და მიიღონ სერიოზული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.
„დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთს და თურქეთს არსებული პრობლემების დარეგულირების უნარი გააჩნიათ. ამასთან, ბევრი რამე თავად ამ ორი ქვეყნის მონდომებაზეა დამოკიდებული. როდესაც ერევანი და ანკარა მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან, რუსეთი მზად არის მათ ხელი შეუწყოს“,-განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 2007-2009 წლებში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის დათბობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით ნორმალიზაციის პროცესი გაჩერდა.
„რასაკვირველია, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სომხეთ-თურქეთის საზღვრის მონაკვეთი ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის გაიხსნება. ეს, რა თქმა უნდა, რეგიონს წაადგება“,-აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

