მსოფლიო
თურქეთი ვერასდროს გახდება ევროპის კავშირის წევრი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სიგმარ გაბრიელის განცხადებით, თურქეთი ვერასდროს გახდება ევროპის კავშირის წევრი და ეს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალი იქნება.
,,თუ ეს გაგრძელდა თურქეთი ევროპის კავშირის წევრი ვერ გახდება. ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ჩვენ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ თურქეთის მთავრობა და ერდოღანი ნელ-ნელა ყველაფერ ევროპულს შორდებიან“, - აცხადებს სიგმარ გაბრიელი.
reuters - ი წერს, რომ ევროპის კავშირის ლიდერებს არ მოსწონთ ერდოღანის დამოკიდებულება და სადამსჯელო ოპერაციები იმ ხალხის მიმართ, ვინც გასულ წელს თურქეთის სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ცნობილია, თურქეთი ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამს და ის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყანაა.
ერდოღანის განცხადებით, ის სადამსჯელო ოპერაციები, რომელსაც ის ატარებს პრეზიდენტის სიძლიერის გაზრდას ხელს უწყობს, რაც თურქეთს საკუთარი საზღვრების დაცვისთვის და სხვადასხვა გამოწვევის გადალახვისთვის ნამდვილად სჭირდება.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

