მსოფლიო
თურქეთის პარლამენტი ერდოღანის უფლებებს ზრდის
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ზრდის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ცვლილებების შეტანას 488 დეპუტატიდან 339-მა დაუჭირა მხარი, 142 კი წინააღმდეგი იყო.
ცვლილებების თანახმად, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება. დოკუმენტში ასევეა ნათქვამი, რომ პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და მის მოვალეობაში შევა, ჯარში მნიშვნელოვან პოსტებზე სამხედროების დანიშვნა. პრეზიდენტს ასევე დაეკისრება მთავრობის ფორმირება, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება.
ახალი კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს ექნება უფლება, ნებისმიერ მომენტში დაშალოს პარლამენტი. ცვლილებებია შეტანილი თურქეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში. პრეზიდენტი ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება პარტიაში, მაშინ, როცა ძველი წესით, მას ის უნდა დაეტოვებინა.
რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა თითქმის ერთ კვირაში უნდა დაამტკიცოს ახალი კანონპროექტი. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, აპრილში, ჩატარდება რეფერენდუმი.
რეჯიფ ტაიფ ერდოღანი 2014 წელს გახდა თურქეთის პრეზიდენტი. მანამდე , 10 წლის განმავლობაში, მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა.
2014 წლამდე პრეზიდენტი თურქეთში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

