უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 მაისი, 2018 12:45
font-size

თურქეთის პრეზიდენტმა ქურთი მებრძოლეების წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციების დაწყების პირობა დადო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა პირობა დადო, რომ სირიასთან და ერაყთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე ქურთი მებრძოლეების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს. ამის შესახებ ერდოღანმა გუშინ სტამბოლში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა შეკრებილებს საკუთარი გეგმები გააცნო.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ოპერაციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ერთი ტერორისტი დარჩება.

ამომრჩევლის წინაშე გამოსვლისას ერდოღანმა თქვა, რომ ივნისში გასამართი რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვაკუთხედია ძლიერი თურქეთისთვის.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი „გლობალურ ძალად“ უნდა წარდგეს.

თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბრის მაგივრად 2018 წლის 24 ივნისს გაიმართება.

არჩევნების შედეგად ძალაში შევა თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიიღეს 2017 წლის 16 აპრილის რეფერენდუმზე. კერძოდ, დეპუტატთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება, გაუქმდება თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხოლო პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, პარლამენტი დაკარგავს კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე.

ოპოზიციური ძალების თქმით, ეს ცვლილებები ქმნის ერთპიროვნული მმართველობის სისტემას. ისინი პირდებიან, რომ მათი არჩევის შემთხვევაში ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელს დაუბრუნდება.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo