მსოფლიო
თურქეთის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა - რეჯიფ ტაიფ ერდოღანი
„თურქეთის რესპუბლიკა არის ოსმალეთის იმპერიის გაგრძელება“, -ამის შესახებ თურქეთის პრეზიუდენტმა რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა სულთან აბდულჰამიდ II-ის სიკვდილის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც სტამბულში, ილდიზის სასახლეში გაიმართა.
ერდოღანის თქმით, ცვლილებების მიუხედავად, თურქეთი იგივე დარჩა.
„რა თქმა უნდა, საზღვრები შეიცვალა, მმართველობის ფორმები შეიცვალა...მაგრამ არსი იგივეა, სული იგივეა, თუნდაც მრავალი ინსტიტუტიც იგივეა“, -თქვა ერდოღანმა.
მან გამოჰყო სულთან აბდულჰამიდის ფიგურის მნიშვნელობა თურქეთისთვის, რომელიც გარდაიცვალა 1918 წელს. ის ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთანი იყო.
ერდოღანმა გააკრიტიკა ისინი, ვინც ცდილობს, ისტორიის დაწყებას „1923 წლიდან“. მისი მტკიცებით, ასეთი ხალხი ცდილობს ერის ფესვებისგან და ძველი ფასეულობებისგან დაშორებას.
ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა მუსტაფა ქემალ ათათურქმა 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოაცხადა
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

