უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 მარტი, 2025 14:14
font-size

თურქეთში 37 ადამიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ 37 ადამიანი დააკავა, რომლებიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით "პროვოკაციული" შინაარსის პოსტებს აქვეყნებდნენ, განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტია, ოთხშაბათს დააკავეს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერაში ბრალდებით. ოპოზიციურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება დაგმო და მას "მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილი გადატრიალების მცდელობა" უწოდა.

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში სტამბოლსა და ანკარაში, უნივერსიტეტების კამპუსებში კი ანტისამთვრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, მიუხედავად ოთხდღიანი აკრძალვისა, რომელიც ხელისუფლებამ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დააწესა.

თურქეთის შს მინისტრმა, ალი ერლიქაიამ, X-ზე დაწერა, რომ იმამოღლუსა და კიდევ 105 პირის დაკავების შემდეგ, სამართალდამცველებმა 261 სოციალური ქსელის ანგარიში გამოავლინეს, მათ შორის 62 საზღვარგარეთიდან, რომლებიც "დანაშაულისა და სიძულვილისკენ პროვოცირებას" უწყობდნენ ხელს. დანარჩენი ეჭვმიტანილების დადგენა გრძელდება.

მინისტრის თქმით, იმამოღლუს დაკავებიდან 24 საათში X-ზე მის შესახებ 18.6 მილიონი პოსტი გავრცელდა. 54 წლის პოპულარული პოლიტიკოსი ერდოღანს გარკვეულ საზოგადოებრივ გამოკითხვებში უსწრებს.

დემონსტრაციების აკრძალვასთან ერთად, ხელისუფლებამ ქალაქის რამდენიმე გზა დახურა და სოციალური ქსელების წვდომაც შეზღუდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ იმამოღლუს სამშენებლო, სავაჭრო და სამრეწველო კომპანიის მართვა ფინანსური დანაშაულის გამოძიების საფუძველზე აიღო.

"ხალხი კვლავ გასცემს პასუხს. როგორც გუშინ ვნახეთ, ყველა ქუჩაშია, ყველა მოედანზეა. მოედნები და საარჩევნო ყუთები ამ ყველაფრის პასუხი იქნება. მართალი გაიმარჯვებს", - განაცხადა სტამბოლში მცხოვრებმა იმამოღლუს მხარდამჭერმა, 34 წლის იუსუფ დემირჯიმ.

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა