უკან
საზოგადოება
28 მარტი, 2018 11:25
ტუსკიას 18 ნომერში ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს
იყალთოს გორაზე, ტუსკიას 18 ნომერში ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. შეკრებილების მტკიცებით, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნული მშენებლობის გამო დაზიანდა მათი სახლები, არ არის დაცული მეზობელ შენობებთან მინიმალური დისტანციაც.
ვითარებას ადგილზე გაეცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სახლების აშენებაში ხედავს.
„ერთადერთი გამოსავალი ამ ჯართის და ჯღანის აშენების შემდეგ ამ ადამიანებისთვის არის შემდეგი: კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც დააშენეს საცხოვრებელი კორპუსი თავზე, დააკმაყოფილონ ეს ადამიანები და ისინიც გაიყვანონ.“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.