სამართალი
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას - ოთარ კახიძე ხელისუფლებას
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ მათ არ დაუშვან, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გამოძიებას მიემალოს.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საგამოძიებო საქმეში გახლავთ მირზა სუბელიანი. სანამ დავიწყებთ საქმის მასალების შესწავლას და სანამ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად.
ამიტომ, მინდა მოვუწოდო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები ბატონი სუბელიანის მიმალვის საფრთხის თაობაზე, აგრეთვე მტკიცებულებები მოწმეებზე ზემოქმედების თაობაზე, გაატარეთ შესაბამისი ზომები, ვინაიდან კომისიისთვის მისი ახსნა-განმარტება მნიშვნელოვანია", - თქვა კახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


