მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულების გზაჯვარედინი ვაჩვენეთ - მარკო რუბიო
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდა. მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი არსებობს, თუკი ორივე მხარე კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდება, — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი "შესაძლებელია დასრულდეს".
„მხოლოდ საჭიროა, რომ ორივე მხარემ დათანხმდეს ამას. ჩვენ მათ ვაჩვენეთ გზა. ამაზე ვისაუბრეთ, იდეებიც შევთავაზეთ… ჩვენ მათ ვაჩვენეთ, სად არის ფინიში,“ — განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
მისივე თქმით, რუსული საჰაერო თავდასხმები კიევზე გასულ ღამით ყველას უნდა შეახსენოს, თუ რატომ არის საჭირო ომის დასრულება.
„ფინიშის ხაზი ჩანს, მაგრამ ორივემ უნდა მიაღწიოს მას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივეხმაროთ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ,“ — დასძინა რუბიომ.
ამასთანავე, რუბიოს განცხადებით, აშშ „დიდ ზეწოლას ახორციელებს“ ორივე ქვეყანაზე.
მშვიდობის მოლაპარაკებებში პროგრესი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს საკუთარი ვადა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
„ვადის გასვლის შემდეგ დამოკიდებულება ძალიან შეიცვლება,“ — აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა მკაცრი განცხადება გააკეთა კიევზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგაც. მან გამოთქვა უკმაყოფილება რუსეთის ქმედებებით და ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის შეტევებზე 24 აპრილის ღამეს და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებით შეუსაბამო იყო მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა დათმობებზე წავიდა რუსეთი, ტრამპმა აღნიშნა, რომ „მოსკოვმა უკვე საკმაოდ სერიოზული დათმობა გააკეთა“.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

