უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 მაისი, 2025 17:23
font-size

უკრაინაში არაფერს ველით, სანამ პუტინს არ შევხვდები - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა უშუალოდ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზეა დამოკიდებული.

„არაფერი არ მოხდება, სანამ პუტინი და მე არ შევხვდებით, ხომ გასაგებია? ის არ აპირებდა წასვლას, ეგონა, რომ მე მივდიოდი. თუ მე არ ვიქნებოდი, ისიც არ წავიდოდა. და არაფერი მოხდება — გინდ მოგწონდეთ, გინდ არა — სანამ ჩვენ ერთად არ ვიქნებით. ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავში, როცა აბუ დაბიში დაეშვა.

ტრამპი ასევე შეეხო რუსეთის დელეგაციას, რომელიც ხუთშაბათს თურქეთში ჩავიდა უკრაინასთან მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მის შემადგენლობაში პუტინი არ იყო. „ამაში არანაირად არ ვარ იმედგაცრუებული,“ — აღნიშნა მან.
„რატომ უნდა ვიყო იმედგაცრუებული? ჩვენ ახლახან 4 ტრილიონი დოლარი მივიღეთ და თქვენ დელეგაციაზე მეკითხებით? არაფერი ვიცი დელეგაციის შესახებ, ჯერ არც შემიმოწმებია,“ — განაცხადა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ თურქეთში მხოლოდ პუტინთან შეხვედრას განიხილავს და რუსეთის დელეგაციას, რომელიც მოლაპარაკებებზე ჩავიდა, „ყალბი“ უწოდა.

ტრამპმა დასძინა, რომ თურქეთში ვიზიტი კვლავ დღის წესრიგშია: „თუ რაღაც მოხდება, პარასკევს წავალ, თუ შესაბამისი იქნება,“ — განაცხადა მან დოჰაში ბიზნესრაუნდზე.

დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში არაერთხელ დაუყენებია პირობა, რომ პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეს ომს დაასრულებს, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება გადაჭარბებული იყო.

საკვანძო სიტყვები:

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ