მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურა ჩემი საქართველოში ექსტრადირებისთვის ემზადება - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა მისი ექსტრადირებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ამ დღეებში გენპროკურორმა ლუცენკომ დაიწყო დოკუმენტების მომზადების პროცესი ჩემი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირებისთვის ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის“, - დაწერა სააკაშვილმა.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორი ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.
„თუკი, თქვენ [ლუცენკოს] დაგჭირდებათ დამატებითი დეტალები პუტინი/ივანიშვილი/პოროშენკო/ ოლიგარქების დაკვეთის შესასრულებლად, არ მოგერიდოთ, მომმართეთ, დაგეხმარებით ძველი მეგობრობის ხათრით“, - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს იური ლუცენკომ აცნობა ჟურნალისტებს, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

