მსოფლიო
უკრაინის რადასთან ორგანიზებული აქციის დასაფინანსებლად საქართველოს მოქალაქეებს ფული კერძო თვითმფრინავებით შეჰქონდათ - იური ლუცენკო
უკრაინის რადასთან ორგანიზებული აქციის დასაფინანსებლად საქართველოს მოქალაქეებს ფული კერძო თვითმფრინავებით შეჰქონდათ, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ჟურნალისტებთან კომენტარში.
მისი თქმით, უკრაინის პროკურატურისთვის ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვისაც რადასთან მიმდინარე აქციის დასაფინანსებლად უკრაინაში ფული ჩაჰქონდათ.
,,ვიცით, რომ ეს სახსრები ჩამოჰქონდათ უკრაინაში კერძო თვითმფრინავებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე დასავლეთ ევროპაში მიემგზავრებოდნენ“, - აღნიშნა ლუცენკომ.
მისი ინფორმაციით, არის სხვა ინფორმაციაც ამ მოვლენების დაფინანსების შესახებ.
„თავის დროზე მე წარმოვადგენ მტკიცებულებებს და დავასახელებ შესაბამის ეჭვმიტანილ მოღვაწეებს“, - განაცხადა ლუცენკომ.
გუშინ, კიევში, რეგიონული განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ რადასთან მყოფი 150-200 დემონსტრანტი, უცხო ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში ძალის გამოყენებით გადატრიალებას გეგმავდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00
დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა, მათ ყველაფერი დაკარგეს
6 მარტი, 2026 , 09:20


