უკან

საზოგადოება

13 მაისი, 2020 16:50
font-size

უკვე 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა - ამირან გამყრელიძე

ჯანდაცვის სამინისტრო მიერ დადგენილი ალგორითმის თანახმად, ძირითადად ტესტირება PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტებით ხდება და ამ დროისთვის 33 000 PCR ტესტია ჩატარებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„COVID-19 -ის დიაგნოსტიკაში დღეს მსოფლიოში მხოლოდ ვალიდირებული და რეკომენდირებულია მოლეკულურ ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტები, ანუ PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტები. ამიტომ თავდაპირველად ეს ტესტები იანვარ-თებერვალში იყო ე.წ. თვითნაკეთი, ანუ ლაბორატორიები თვითონ აწყობდნენ ამ ტესტებს და ამის შემდგომ უკვე თებერვლის დასაწყისში მთელმა რიგმა კომპანიებმა დაიწყეს PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტების სერიული გამოშვება და ეს თანდათანობით ფართოვდება. მათი რეგისტრაცია ქვეყნებში ხდება იმ კანონმდებლობის მიხედვით, რაც ქვეყნაში დადგენილია.

ჩვენ მაგალითად მოგიყვანთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობის დროს ვახდენდით მთელი რიგი სწრაფი ტესტების ვერიფიცირებას და ასევე ვალიდაციას, რაც რთული პროცესია.

ამ შემთხვევაში, PCR ტესტები ძირითადად წამყვანი კომპანიების დროს, რეგისტრირდება მათი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მოჰყვება რთული და მრავალმხრივი დოკუმენტაცია, მათ შორის იმ ქვეყნებში წარმოებული ვერიფიცირების და ვალიდაციის დოკუმენტაცია , რაც თან არ ახლავს და ნაკლებად არის ხოლმე სწრაფი ტესტების დროს.

ამიტომაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ყველა ტიპის ტესტი, მაგალითად, ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები, რომლების წარმოებაც რამდენიმე წამყვანმა კომპანიამ დაიწყო .

ეს ყველაფერი კარგადაა გაწერილი ტესტირების ალგორითმში , რომელმაც უკვე ორჯერ განიცადა ცვლილებები და დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით.

ძირითადად ტესტირება ქვეყანაში დამყარებულია PCR ტექნოლოგიებზე , ასევე გარკვეულ ჯგუფებში სწრაფი ტესტებით, მაგრამ ამ ტესტებით მიღებული შედეგი უნდა გადამოწმდეს PCR ტექნოლოგიებით. ამიტომ ის რასაც დღეს ვაკეთებთ დიაგნოსტიკისთვის და უკვე 33 000 PCR ტესტია ქვეყანაში ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა, ყველა ეს შემთხვევა დადასტურებულია PCR და არა სწრაფი ტესტებით“,-აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე