არქივი
პოლიტიკა
უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან - გიორგი კახიანი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი მთავრობის ფორმირება, ამიტომ ამჟამად მთავრობის იმავე შემადგენლობის დამტკიცება მოხდება.
„ მთავრობის ფორმირებას თავისი ვადები აქვს და ამ კვირაშივე უნდა მოხდეს წარდგენა. გამომდინარე იქიდან, რომ ვადების თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება ერთდროულად კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება და ახალი კანონმდებლობის მიხედვით მთავრობის ფორმირება, ამჟამად მოხდება მთავრობის იმავე შემადგენლობის დამტკიცება იმ განსხვავებით, რომ მინისტრის მოადგილეების სახით იქნება წარმოდგენილი სამინისტროები. პროცედურულად ხვალვე, 11:00 საათზე დავიწყებთ საკომიტეტო განხილვებს და სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში, სურვილის მიხედვით იქნება შეხვედრები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება.
მთავრობის შემადგენლობაში 14 წევრია, ამ ფორმით მოხდება ნდობის გამოცხადება ახალი მთავრობისთვის. უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან, ამიტომ ფორმალურად ამ სამინისტროების მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილი ახალ შემადგენლობაში. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კი, თავიდან მოხდება ახალი შემადგენლობის წარდგენა“, - თქვა უმრავლესობის წევრმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

