კომენტარი


უმრავლესობი მხრიდან ვიხილეთ მეტი ინტერესი ჩემი პოლიტიკური მომავლის მიმართ, ვიდრე ვეტოს შინაარსის – ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის შეფასებით, პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს ორგანოში მეტი დაინტერესება იყო მისი პოლიტიკური მომავლით, ვიდრე ვეტოს შინაარსით.
ამის შესახებ დოლიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამართული კამათის შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს ორგანოში, სადაც სამწუხაროდ ვიხილეთ უფრო მეტი დაინტერესება ჩემი პოლიტიკური მომავლით და ბიოგრაფიით, ვიდრე ვეტოს შინაარსით
შენიშვნებში ერთი საკითხი – პრეზიდენტის არჩევის წესი ის საკითხია, რაზეც საქართველოს მოსახლეობას ცალსახა პოზიცია აქვს და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი მომავლისთვის, ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე გადაედო. ეს 6 პუნქტი, რომელებიც წარმოდგენილია მოტივირებულ შენიშვნებში განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ეყრდნობა სრულიად პარტიულ კონსენსუსს, გარდა მმართველი პარტიის. აქედან გამომდინარე, ის გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიციას და რაც მთავარია, თვისობრივად ახალ სახეს სძენს კონსტიტუციას.
სამწუხარო ფაქტია, რომ იყო სურვილი თავდასხმისა, როგორც ჩემს მიმართ, ასევე პრეზიდენტის მიმართ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა.
კომიტეტის წევრების თქმით, მათ ვერც ერთი იურიდიული და სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოისმინეს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ლევან ხაბეიშვილის დაპირება არის კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი, ვფიქრობ, სამართლებრივად ყველაფერი ძალიან ცხადია, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტებას ამ საქმეზე დაადგენს სასამართლო - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:28
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:04

ზურაბ ფარჯიანმა პირდაპირ სიხარული გამოხატა 31 წლის კაცის შემზარავ მკვლელობასთან დაკავშირებით, ამის გაგრძელებაა გედი ფოფხაძე, ესაა „ნაცის“ სახე - `ნაცი“ არის ბნელი -ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:47

გედევან ფოფხაძე ყველაფრის მკადრებელი ადამიანია - კახა კალაძე
12 სექტემბერი, 2025 , 15:13
სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს - ადვოკატი
12 სექტემბერი, 2025 , 15:01
ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს, არის დასაგმობი - გუშინ დაკავებული იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 16:01