არქივი
პოლიტიკა
უმრავლესობის ლიდერის მოწოდება არის კომპრომისის მზაობის იმიტაცია - რესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ დიალოგზე განცხადებას ავრცელებს.
“ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მკვეთრად ურაყოფითად შეფასებამ, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. გუშინ უმრავლესობის ლიდერის მოწოდება და მზაობა, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არის კიდევ ერთი მცდელობა, შექმნან დიალოგის და კომპრომისის მზაობის იმიტაცია. თუმცა, მთლიანი პროცესის გათვალისწინებით, “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების გაანალიზებით, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებისთვის კომპრომისი შეუძლებელი და მიუღებელია.
ასეთ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, მეტწილად ასახავს რესპუბლიკური პარტიის არაერთხელ გამოხატულ პოზიციებს და იმ წითელ ხაზს, რომელზეც გადის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენ მიერ არაერთხელ ხაზგასმული მიდგომა, რომ გადაუნაწილებელი მანდატები უნდა განაწილდეს სამართლიანად, ანუ პროპორციულად ბარიერგადალახულ სუბიექტებს შორის და არა შემოთავაზებული ბონუს სისტემით, რაც ასევე, მკაფიოდაა ასახული პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
თუმცა, ვერ დავეთანხმებით იმ მიდგომას, რომ საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხი სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ეს ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, ერთჯერადად შემოთავაზებული 3%- იანი ბარიერი უნდა იქცეს ძირითად ნორმად. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სრულიად უბარიერო სისტემაც. ამიტომ, ერთგული ვრჩებით საკუთარი პოზიციის და ვთვლით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს არუმეტეს 3%- ისა.“ - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

