უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა - ეკატერინე ტიკარაძე
უმთავრეს გამოწვევად რჩება მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა, სწორედ ამ რეალობამ დაგვანახა რეფორმების ახალი ტალღის საჭიროება, რომელიც სისტემას საყოველთაო ჯანდაცვიდან გადაიყვანს უნივერსალურ ხელმისაწვდომობაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ხოლო ამ უფლების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება.
„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას და მოქალაქის ჯანმრთელობაში განხორციელებული ინვესტიცია ყოველწლიურად იძენს უპრეცედენტო მასშტაბს. ჯანდაცვის ბიუჯეტი 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ არის გაზრდილი და ამ ცვლილების დადებითი გავლენა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო სერვისების მოხმარება, ასევე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯიბიდან მაღალი თანაგადახდა მაინც უმთავრეს გამოწვევად რჩება.
„საჭირო გახდა ახალი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის უფრო ეფექტურად ხარჯვაზე და მოსახლეობის გადასახდელი თანხების მინიმალიზებაზე იქნებოდა ორიენტებული. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით მოდელს, რომელიც დააბალანსებს სამედიცინო სექტორისა და პაციენტის საჭიროებებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა განაპირობა დაფინანსების ახალი მექანიზმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების ტარიფების დადგენას და ისეთი ფასის წარმოქმნას, რომელიც პაციენტს თავიდან ააცილებს ჯიბიდან მაღალ თანაგადახდას, ამავდროულად დაწესებულებას მისცემს განვითარების და რეინვესტირების შესაძლებლობას.
„ბოლო პერიოდში საზოგადოებამ იხილა, რომ ჯანდაცვის აღნიშნულ რეფორმას სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება. თუმცა მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო ერთპიროვნული, არამედ რეფორმა დაიგეგმა სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის კერძო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, თუმცა განვითარების გზა უპირველესად უნდა გადიოდეს პაციენტის ინტერესების დაცვაზე.
მისივე თქმით, სამინისტრო მუდამ აცხადებს მზაობას დიალოგისა და დარგის წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო სექტორში მიმდინარე საკითხების განხილვისთვის.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დამტკიცებულია ახალი განფასება კარდიოქირურგიისა და რეანიმაციულ მომსახურებებზე.
„ტარიფიკაციის სრულად ამოქმედების შემდეგ, მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ყველა სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, როგორც პაციენტისთვის, ისე დაწესებულებისთვის წინასწარვე იქნება ცნობილი მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. რის შედეგადაც დაფინანსების პროცესი გახდება მეტად მიზნობრივი, გამჭვირვალე და სამართლიანი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


