უკან

პოლიტიკა

31 იანვარი, 2018 12:50
font-size

„უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ მოუწოდა საკრებულოს თავმდჯომარეს, რიგგარეშე სხდომა გამართოს, სადაც მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ამბავთან დაკავშირებით იქნება მიწვეული მერიის შესაბამისი სამსახურები.

„უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფრაქციულ ფორმატში კონკრეტული სამსახურის უფროსის ან უფროსების მოწვევა არ არის საკმარისი, ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მოვა ყველა ის კომპეტენტური სამსახური, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულობაზე“, - თქვა ნადირაძემ ბრიფინგზე.

მან არ გამორიცხა, რომ საქმე ეხებოდეს კორუფციულ გარიგებას, რადგან მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი შპს „ყვარელრემმშენი“ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ფიგურირებდა.

„ტენდერი ჰქონდა მოგებული შავ სიაში მყოფ კომპანიას, რომელმაც ფაქტობრივად უხარისხო სამუშაოები ჩაატარა. 10-წლიანი გარანტია უნდა ჰქონოდა ამ სამუშაოებს, თუმცა ვნახეთ, რომ 4 თვის თავზე ჩამოიშალა.

ფაქტია, რომ შავი სიიდან ამ კომპანიას არ ამოიღებდნენ, რომ არ ყოფილიყო „ოცნების“ მიერ ლობირებული. ფაქტია, რომ ამ კომპანიას მისცეს ასევე სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების უფლება, რამდენიმე მილიონი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან. ის არემონტებდა, როგორც სკოლებს, როგორც ბაღებს, ასევე, შსს-ის ცალკეულ კაზარმასა და ცალკეულ ობიექტებს, შესაბამისად, ეს ბადებს კითხვის ნიშანს, ხომ არ იყო კორუფციასთან საქმე, ხომ არ იყო აქ კონკრეტული ადამიანების მიერ ამ კომპანიის ლობირებასთნ საქმე, ამაზე უნდა გასცეს გამოძიებამ პასუხი“, -თქვა ნადირაძემ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. დაკიდული ჭერი დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე ჩამოიშალა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური 1-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში. ობიექტს არემონტებდა შპს „ყვარელრემმშენი“.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ