არქივი
პოლიტიკა
უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის შერჩევა ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის პროკურორობის კანდიდატებზე პოზიციას არ დააფიქსირებს, რადგან, მთავარია, არჩეული პირი საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს.
„კანდიდატების თაობაზე მსჯელობა და კანდიდატების განხილვა არის ზურგის შექცევა და გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში – უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზაცია, უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის შერჩევა ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა. უნდა მომხდარიყო ამ დროის განმავლობაში საჯარო კონსულტაციები. მე რამდენადაც ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესს, ასეთი საჯარო კონსულტაციები და საზოგადოებრივი განხილვები არ მომხდარა. ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

