უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
უნგრეთის მთავრობა 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთის მთავრობის სახელით ხელს მოაწერს შეთანხმებას 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 11:30 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუ თბილისში გაიმართება.
საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
როგორც მედიანიუსს საქართველოში უნგრეთის საელჩოდან აცნობეს, უნგრეთის მთავრობამ 32000 ევრო გამოყო წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.
,,ეს გრძელვადიანი პროექტია და ბავშვებს დაეხმარება "ბავშვთა მოქნილობის პროექტის" მეშვეობით, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო წითელი ჯვრის ფედერაციის ბავშვთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სარეკომენდაციო ცენტრის მიერ.’’, - აცხადებენ საელჩოში.