საზოგადოება
უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეა დამოკიდებული საქართველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობა, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში - გიორგი გახარია
უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული ეფექტურობა საქართველოს მთავრობის მოქმედების, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმეგებლი პირები დაასახელა.
„ეს გახლავთ, პირველი, ჯანდაცვის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე, სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელია ბატონი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


