უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
უზენაესი სასამართლო ხვალ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე იმსჯელებს
უზენაესი სასამართლო ხვალ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
იურისტების თქმით, შემთხვევა, 2015 წლის 8 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში მოხდა.
გიორგი მდინარაძის განცხადებით, მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური შეურაცხყოფა ჯგუფურად მიაყენეს.
პირველმა ინსტანციამ პოლიციის განყოფილების იმჟამინდელი უფროსი ლაშა კვირკვია მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სცნო დამნაშავედ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატები იმედს გამოთქვამენ, რომ უზენაესი სასამართლო არ გაიზიარებს წინა ინსტანციების გადაწყვეტილებას და ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს.